რატომ არის მდებარეობა ასე მნიშვნელოვანი?

...

სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი ბინის შეძენისას არის: მდებარეობა, მდებარეობა და მდებარეობა.

ხშირად გვსმენია თუ როგორ ანიჭებენ უპირატესობას თვითონ სახლს და არა მდებარეობას ბინის შეძენისას, რაც ძალიან დიდი შეცდომაა.

რა აქცევს ადგილმდებარეობას ასე მნიშნელოვანს უძრავი ქონების შეძენისას?

უძრავი ქონების მდგომარეობა და ფასი შეიძლება შეიცვალოს, თავად ზომაც კი. ერთადერთი რასაც ვერ შევცვლით არის მდებარეობა.

მოთხოვნა და მიწოდება არის ორი ფაქტორი, რომლებიც ყოველთვის ითამაშებენ დიდ როლს უძრავი ქონების შეფასებაში. შესაბამისად უძრავი ქონების მოთხოვნა კარგ ადგილზე  ბევრად დიდია ვიდრე მიწოდება.

ლოკაცია წარმოქმნის სურვილს, სურვილი - მოთხოვნას, ხოლო მოთხოვნა იწვევს უძრავი ქონების ფასის მატებას.