მცენარეები, რომლებიც სახლში ჰაერს წმენდენ

...

არ აქვს მნიშვნელობა ქალაქში ცხოვრობთ თუ ქალაქგარეთ, მავნე ნაწილაკები ნებისმიერი ოთახის ჰაერშია. ისინი ყოველდღიურად გამოყენებადი ნივთების თანმდევია. მათგან სრულად გათავისუფლება შეუძლებელია, მაგრამ მავნე ზემოქმედების შემცირება სწორედ მცენარეების დამხარებით არის შესაძლებელი.

მცენარეების დადგმა სახლის ყველა ოთახში შეგიძლიათ, მათ შორის აბაზანაშიც. რაც უფრო ბევრი მცენარე გექნებათ სახლში, მით უფრო იგრძნობთ მათ დადებით თვისებებს, როგორც ვიზუალური თვალსაზრისით, ისე ატმოსფეროს გაჯანსაღების მხრივ.

1. სენსევიერია - მოსავლელად მარტივია, უძლებს ძლიერ სიცხეს და ნებისმიერ გარემოში შეუძლია გაიხაროს. ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია დამწყებთათვის.

2. ფოთოსი - ამ მცენარის განადგურება ფაქტიურად შეუძლებელია. ნაკლებად განათებულ და გამომშრალ სივრცეშიც კი 3 მეტრამდე იზრდება.

3. დრაცენა - შეუძლია ადვილად მოერგოს სხვადასხვა პირობებს, მოარიდეთ მხოლოდ შუადღის მცხუნვარე მზეს.

4. ზამიოკულკასი - ადვილად უძლებს ძლიერ სიცხეს. არ საჭიროებს ბევრ წყალს. ზოგიერთ კულტურაში კეთილდღეობისა და მეგობრობის სიმბოლოა.

5. ფიკუსი - ჭირდება ცოტა რაოდენობით წყლის დასხმა. შეუძლია უყურადღებობის ატანა. ერთადერთი რაც აუცილებელია, უნდა მოარიდოთ დიდი რაოდენობით სინათლეს და მზის სხივებს.