იყიდება 4 სართულიანი
(VI, VII, VIII, IX სართულები), 14 ოთახიანი, 770 კვ.მ. ახლად
გარემონტებული ბინა
ახალაშენებულ კორპუსში.
ბინას აქვს
საკუთარი შიდა
ლიფტი, 8 საძინებელი,
3 სამზარეულო, 8 აბაზანა,
საუნა, კინოთეატრის
ოთახი, სატრენაჟორო
დარბაზი და
100 კვ.მ.
გამწვანებული ვერანდა,
რასაც ამშვენებს
ღია ჯაკუზი,
ხელოვნური ჩანჩქერი
და 2 ბუხარი.
სახლში დამონტაჟებულია „ჭკვიანი სახლის“ სისტემა,
შუქების მართვა
შესაძლებელია პულტებითა
და სხვა
დამატებითი ფუნქციებით.
ყველა ტელევიზორი
არის „სმარტი“
და იმართება
მობილურის მეშვეობით.
სახლის დიზაინი
უნიკალურია, გაფორმებულია
ქართული დეტალებით,
რაც მას
განსაკუთრებულ ელფერს
სძენს.
ბინას აქვს
3 დამოუკიდებელი შესასვლელი.
სამივე კარზე,
როგორც სადარბაზოს,
ასევე შიდაზე,
დამონტაჟებულია 3 „დომოფონი“.
სახლში ასევე
დამონტაჟებულია გაზისა
და კვამლის
დეტექტორები, ხოლო
გარეთა პერიმეტრზე
უსაფრთხოებისთვის − სათვალთვალო
კამერები. სახლი
იყიდება ახალი
ნაყიდი ავეჯით.