იყიდება მაღალჭერიალი (3.30), ახალგარემონტებული ბინა მტკვრისა და მთაწმინდის ხედით. ბინა არის სახლში, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და ყველა რეესტრის მიხედვით მიეკუთვნება მყარ და დაუზიანებელ შენობას. საცხოვრებელი ფართი არის 69 კვარდრატი, რომელიც შედგება მისაღები და საძინებელი ოთახისაგან (ლოფტის სტილში, ერთიანი, მისაღები 36 კვადრატი, საძინებელი 15) სააბაზანოსა (6 კვადრატული) და საგარდერობო ოთახი (6 კვადრატი) და კოლიდორი და აივანი. აქვს 5 კვადრატული რეგისტრირებული სათავსო დერეფანში. ბინაში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალა. აქვს სრულად აღჭურვილი სამზარეულო. სააბაზანო მოპირკეთებულია იტალიური მასალით, ყველა ონკანი და საშხაპე ჩამოტანილია იტალიიდან. დაგებულია ორშრიანი მუხის პარკეტი. ბინაში რჩება ყველაფერი (იტალიური და გერმანული ავეჯი, ტექნიკა სრულად).